„ქართული ოცნება“ პრეზიდენტს ისევ კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს

29 სექ 2024

სალომე ზურაბიშვილი ხვალ გერმანიის პრეზიდენტს შეხვდება. „ქართული ოცნება“ ისევ კონსტიტუციის დარღვევაზე საუბრობს. ქვეყნის პირველი კანონმდებელი, პრეზიდენტს საფრანგეთში გუშინ გაკეთებული განცხადების გამოც აკრიტიკებს. ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ საფრანგეთის პარლამენტში ფილმის“ ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ პრეზენტაციის ფარგლებში მიმართა და უცხოეთიდან საქართველოს ხელისუფლება  გააკრიტიკა.