დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ახალი ლიდერი ჰყავს

30 სექ 2024

ლიბანურ ტერორისტულ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ახალი გენერალური მდივანი ჰყავს. 60 წლის ჰაშემ საფი ად-დინი  დაჯგუფების ერთ-ერთი თანადამფუძნებელია, ასევე განაგებდა ფინანსურ საკითხებს.

2017 წლიდან კი შეერთებული შტატების მიერ ძებნილი ტერორისტების სიაშია.

ად-დინი დაღუპული ლიდერის ჰასან ნასრალას დეიდაშვილი და ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის ერთ-ერთი ქვედანაყოფის ყოფილი მეთაურის სიძეა.