ავარიისას გარდაცვლილი შუახევში გადაასვენეს

09 აპრ 2017

თურქეთში ავტოავარიის დროს გარდაცვლილი 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი შუახევში, მშობლიურ სოფელში გადაასვენეს. ახლობლების ინფორმაციით, იგი თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. შეგახსენებთ, მიკროავტობუსი, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა, სახანძრო დახმარების მანქანას დაეჯახა.