ლოიდ ოსტინი ისრაელის თავდაცვის მინისტრს ესაუბრა

01 ოქტ 2024

ისრაელის თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

პენტაგონის პრესმდივნის ცნობით, იოავ გალანტი და ლოიდ ოსტინი საზღვარზე არსებული „სამხედრო ინფრასტრუქტურის დემონტაჟის“ აუცილებლობაზე შეთანხმდნენ, იმისთვის რომ „ჰეზბოლამ“ ვეღარ შეძლოს 7 ოქტომბრის მსგავსი თავდასხმების განხორციელება ისრაელის ჩრდილოეთით.

ოსტინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა პარტნიორებისა და მოკავშირეების დასაცავად ირანისა და მისი მხარდამჭერით მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციებს მხრიდან საფრთხეების წინააღმდეგ.