რეკრუტებმა ფიცი დადეს

01 ოქტ 2024

რეკრუტებმა ფიცი დადეს. ჯარისკაცები თავდაცვის ძალების წვევამდელთა ეროვნულ, ასევე პროფესიულ საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურს შეუერთდებიან.

ღონისძიებაზე საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატების, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის, ასევე, წარმატებული სამხედრო ოპერაციებისა და სწავლებების მართვისას გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის, სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღით, უწყებრივი მედლებით დააჯილდოეს.