მარკ რუტე ნატო-ს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

01 ოქტ 2024

ნატოს-ს ახალი გენერალური მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მარკ რუტეს განცხადებით, მისი ხელმძღვანელობისას პრიორიტეტული იქნება  3 საკითხი.

ესენია: ძლიერი ნატო-ს შენარჩუნება და ეფექტური თავდაცვისუნარიანობა, უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და მისი ნატო-თან დაახლოება, ასევე პარტნიორობის გაძლიერება ევროკავშირთან და მსოფლიოს ქვეყნებთან, რომლებიც ნატოს ღირებულებებს იზიარებენ.

ახალმა გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა იენს სლოტენბერგს და აღნიშნა, რომ ის სამაგალითო ლიდერი იყო.