უფასო მედიკამენტები

09 აპრ 2017

„საქართველოში 600 000-მდე სოციალურად დაუცველი და მარტოხელა პენსიონერი 30-მდე დასახელების მედიკამენტს უფასოდ მიიღებს“, - ეს საყოველთაო ჯანდაცვის ახალ პროგრამაშია გაწერილი.

ჯანდაცვის მინისტრი,   პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით, დღეს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.  დავით სერგეენკოს განმარტებით, საუბარია იმ მედიკამენტებზე, რომლებიც ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ხანგრძლივად, ან მუდმივად ესაჭიროებათ.