02 ოქტ 2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა ბრიუსელში გაიმართება.