სამხრეთ ამერიკაში მზის რკალისებრი დაბნელების მოწმენი გახდნენ

03 ოქტ 2024

მზის დაბნელებამ აღდგომის კუნძულსა და პატაგონიაში "ცეცხლის რგოლი" შექმნა. ეს კოსმოსური მოვლენა  სულ რამდენიმე წუთი გაგრძელდა.

ასეთი დაბნელება მაშინ ხდება, როცა მთვარე დედამიწასა და მზეს შორის ძალიან ახლოს გაივლის და ისე ფარავს მზეს, რომ მხოლოდ ცეცხლოვანი რგოლი ჩანს.

კუნძულზე ღია ცის ქვეშ ათობით ადგილობრივი და ტურისტი შეიკრიბა, მათ სპეციალური სათვალეები ეკეთათ მზის დაბნელების სანახავად.