იემენელმა ჰუსიტებმა თელ-ავივში სამიზნეებს ესროლეს

03 ოქტ 2024

იემენელი ჰუსიტების  გასამხედროებულმა დაჯგუფებამ თელ ავივს დრონები დაუმიზნა - განცხადება დაჯგუფების სამხედრო წარმომადგენელიმა  სატელევიზიო მიმართვისას გააკეთა.

„იემენის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა განახორციელეს სამხედრო ოპერაცია ოკუპირებულ პალესტინაში თელ-ავივის სასიცოცხლო მნიშვნელობის  სამიზნეზე ჯაფას ტიპის დრონების გამოყენებით“, - განაცხადა სარეამ. მისი თქმით, ოპერაცია წარმატებით დასრულდა და დრონებმა,  სავარაუდოდ, მიაღწიეს სამიზნეებს.