ოკუპანტის იერიშის შედეგად ხარკოვში 3 წლის ბავშვი დაშავდა

04 ოქტ 2024

უკრაინაში ომი გრძელდება. ოკუპანტის იერიშის  შედეგად ხარკოვში 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები. საჰაერო თავდასხმა რუსულმა ძალებმა საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანეს.

აფეთქებები დაფიქსირდა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებშიც, სადაც 8 ადამიანი დაშავდა და დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, გასულ ღამეს მტრის მიერ გაშვებული შაჰედის ტიპის 105 დრონიდან 78 ჩამოაგდეს.