საარჩევნო პროცესში ქალთა მონაწილეობის წახალისება - კონფერენცია

04 ოქტ 2024

''საარჩევნო პროცესებში ქალთა მონაწილეობის წახალისება’’ – საინფორმაციო - სასწავლო კურსის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა დღეს ბათუმში. 

გენდერული სტერეოტიპები, სიძულვილის ენა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობა – შეხვედრა ძირითადად ამ საკითხებს დაეთმო. 

გარდა ამისა საუბარი შეეხო საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს და ტექნოლოგიურ სიახლეებს კენჭისყრის პროცესში.