ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი დაიღუპა

06 ოქტ 2024

 

ქედაში ავარიის შედეგად მცირეწლოვანი დაიღუპა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. მანქანაში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა.

შემთხვევა სოფელ ბზუბზუსთან მოხდა.

დაშავებულები, რომლებიც, სავარაუდოდ ერთი ოჯახის წევრები არიან, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

კლინიკის ინფორმაციით, დაწესებულებაში მოთავსებულია ორი პიროვნება, რომელთაც აღენიშნებათ მსუბუქი დაზიანებები და უტარდებათ შესაბამისი მკირნალობა. როგორც მედიკოსები აცხადებენ, პაციენტების მდგომარეობა, ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელია.

შსს-ს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. უწყების ცნობით, დაკავებულია მძღოლი, რომელმაც სავარაუდოდ, საავარიო სიტუაცია შექმნა.