ესპანეთის სანაპირო დაცვამ მიგრანტები გადაარჩინა

07 ოქტ 2024

30 მიგრანტი გადაარჩინა ესპანეთის სანაპირო დაცვამ და პორტში გადაიყვანა. მიგრანტები, მათ შორის სამი ჩვილი, გადაარჩინეს, როდესაც ისინი ორი სხვადასხვა ნავით ცდილობდნენ კანარის კუნძულზე, გრან-კანარიაში ჩასვლას.

ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, 2024 წლის პირველ ცხრა თვეში კანარის კუნძულებზე ზღვით 30 ათას  808 მიგრანტი ჩავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე ორჯერ მეტია.