სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ვესაუბრე, მოლდოვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით - მაია სანდუ

07 ოქტ 2024

 

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა - ამის შესახებ სანდუ სოციალურ ქსელში წერს.

„სატელეფონო საუბარი გავმართე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, რადგან მოლდოვაც და საქართველოც ემზადებიან დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამოცდისთვის.

მოლდოვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით მათ დემოკრატიულ და ევროპული მისწრაფებებში“,- წერს სანდუ.