07 ოქტ 2024
რეგიონში უსაფრთხოების რეალობას ვცვლით, რათა ის, რაც 7 ოქტომბერს მოხდა, აღარ განმეორდეს, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრაზე ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერთი წლის წინ, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ისრაელზე განხორციელებული თავდასხმიდან ერთი წლის გასვლასთან დაკავშირებით დაჯგუფება „ჰამასი“ დაგმეს