მკვლელობა ქობულეთში - დაკავებულია ერთი პირი

10 აპრ 2017

ქობულეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შსს აცხადებენ, რომ გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყებაში განმარტავენ, რომ დაკავებულია ერთი პირი, რომელიც ბრალს აღიარებს. შეგახსენებთ,  ცხედარი ქობულეთში, კინტრიშის ხეობაში ორი დღის წინ იპოვეს. გარდაცვლილი გელაურის დასახლებაში ნაგირავებ ბინაში ცხოვრობდა.