დღეს „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო შეხვედრას ბათუმში გამართავს

10 ოქტ 2024

 

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები აჭარაში გაგრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს, ქალაქ ბათუმში გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები.

ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება.