ფლორიდის შტატში ქარიშხალი მილტონი მძვინვარებს 

10 ოქტ 2024

ქარიშხალი მილტონი ფლორიდის დასავლეთ სანაპიროს  მოსალოდნელზე  ადრე დაატყდა თავს. მე-3 კატეგორიის ქარიშხალს ფლორიდის სენტ-ლუსიის ოლქში მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის.

ძლიერი ქარისა და წვიმის გამო მილიონ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

პრეზიდენტმა ბაიდენმა ფლორიდა კატასტროფის ზონად გამოაცხადა, რათა სტიქიაზე რეაგირება გაადვილდეს.