ისრაელი ირანს გამანადგურებელი დარტყმით ემუქრება

10 ოქტ 2024

ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ირანის სარაკეტო თავდასხმაზე  შურისძიება იქნება "ლეტალური, ზუსტი და მოულოდნელი".

ირანმა ისრაელს 1-ელ ოქტომბერს საღამოს 180 ბალისტიკური რაკეტა ესროლა. მათი უმეტესობა ისრაელის ძალებმა ჩამოაგდეს. დაიღუპა ერთი  და დაშავდა 2 ადამიანი.