დღეს პოზნანში საქართველოს ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება

11 ოქტ 2024

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურისთვის უკრაინის ნაკრებთან მატჩისთვის მზადების ფარგლებში ბოლო ვარჯიში გამართა.

პოზნანში მატჩისწინა საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

უკრაინა - საქართველოს მატჩი პოზნანის ედნა სტადიონზე დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.