კოლორადოში ყოფილი მაღაროს ტერიტორიაზე ლიფტის ჩავარდნის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

11 ოქტ 2024

კოლორადოში მაღაროში, სადაც ოქრო მოიპოვებოდა და ახლა ტურისტულ ლოკაციად ფუნქციონირებს, ლიფტის ჩავარდნის შედეგად  12 ადამიანი დაიღუპა.

მიწისქვეშ 300 მეტრის სიღრმიდან დაღუპულებისა და დაშავებულების ამოყვანის ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მიწისქვეშ მყოფ ადამიანებს რადიოკომუნიკაცია ჰქონდათ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან.