სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბასთან ჩეხ მოლაშქრეს ეძებენ

11 ოქტ 2024

სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბასთან ჩეხ მოლაშქრეს ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, ჩეხი მოლაშქრე სქურიდან ხაიშში ცდილობდა გადასვლას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

უწყებაში განმარტავენ, რომ სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.