300 სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში

10 აპრ 2017

ე.წ. ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს კამპანიის “ეს შენ გეხება” ფარგლებში 300-მდე ინდივიდუალური სარჩელი შევიდა. მოქალაქეების სარჩელები სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში შეგროვდა. ბათუმში "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" ოფისს  ე.წ. მოსმენების კანონის გასაჩივრების მოთხოვნით 53-მა მოქალაქემ მიმართა. კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, გასულ კვირას საკონსტიტუციო სასამართლოს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმაც მიმართეს.