"ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო შეხვედრას დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთში გამართავს

15 ოქტ 2024

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლითი რეგიონული ღონისძიებები სამეგრელო-ზემო სვანეთში გაგრძელდება.

დღეს, ზუგდიდში გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები.

ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება.