აშშ-ში ავიაშოუზე ინციდენტის შედეგად დედა-შვილი დაშავდა

15 ოქტ 2024

სან-ფრანცისკოში ავიაშოუზე ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო თვითმხილველებმა გადაიღეს. 

აშშ-ს საზღვაო ძალების და სან-ფრანცისკოს სახანძრო დეპარტამენტის ოფიციალური განცხადებით, შემთხვევის შედეგად დედა-შვილი დაშავდა, ისინი  საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ინციდენტი სან-ფრანცისკოს ფლოტის ყოველწლიური კვირეულის დროს მოხდა, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ათასობით ვიზიტორი ესწრება.