მიკოლაევზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

15 ოქტ 2024

უკრაინის ქალაქ მიკოლაივზე რუსეთის თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 16 დაშავდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტი, სავაჭრო პავილიონები, საცხოვრებელი კორპუსები და მანქანები.  

უკრაინული მხარის მონაცემებით, ოკუპანტებმა თავდასხმისას გამოიყენეს შვიდი ეს-300/400 ტიპის რაკეტა.