სპორტული ინვენტარი ეროვნულ ფედერაციებს

16 ოქტ 2024

სპორტის სამინისტრომ რვა ეროვნულ ფედერაციას სპორტული ინვენტარი გადასცა. მათი საერთო ღირებულება 3 მილიონ 788 620 ლარია.

უწყების ინფრომაციით, საჭიროებების გათვალისწინებით, სპორტული ინვენტარი ჭიდაობის, ძიუდოს, კრივის, ჭადრაკის, ძალოსნობისა და ტანვარჯიშს ფედერაციებმა მიიღეს. მას ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები, ასევე დამწყები სპორტსმენები გამოიყენებენ.