თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

16 ოქტ 2024

თურქეთის აღმოსავლეთით, მალათიას პროვინციაში მიწისძვრა მოხდა.

ქვეყნის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 5,9 მაგნიტუდა შეადგინა.

ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი იტყობინება, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი დედამიწის ზედაპირიდან 9 კილომეტრში დაფიქსირდა.

ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.