საქართველოს „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ წევრობა შეუჩერდა

16 ოქტ 2024

საქართველოს „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ წევრობა შეუჩერდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ წევრობის შეჩერების შესახებ ცნობა მთავრობამ დღეს მიიღო.

ცნობისთვის, „ღია მმართველობის პარტნიორობა“ აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივით, 8 ქვეყნის მთავრობამ  2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დააფუძნა.