აჭარის ნაკრების წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე ძალისმიერ სამჭიდში

18 ოქტ 2024

წარმატებით იასპარეზეს მსოფლიო ჩემპიონატზე ძალისმიერ სამჭიდში აჭარის ნაკრების სპორტსმენებმა, რომლებიც პლანეტის პირველობაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ხუთი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და საერთო ჯამში 3 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დავით მჟავანაძემ სამივე მოძრაობაში 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიგო. სამჭიდში მისი დაფიქსირებული წონა 662,5 კილოგრამი იყო. 1 ოქრო და 1 ვერცხლი მოიგო რამაზ გაბაიძემ. 

სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვეს ასევე სოსო ჩახვაძემ, ლუკა დიასამიძემ და დიმა კოვტონიუკმა.  

სამჭიდელები უკვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირისთვის, არნოლდის თასისთვის ემზადებიან, რომელიც ესპანეთში გაიმართება.