„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლითი რეგიონული ღონისძიება დღეს ქუთაისში გაიმართება

19 ოქტ 2024

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები იმერეთში გაგრძელდება.

ინფორმაციას პარტიის ოფისი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს, ქალაქ ქუთაისში გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები.

ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება.