პროირანული დაჯგუფებების მხარდამჭერემბა ბაღდადში  ტელევიზია „ემბისის“ ოფისი დაარბიეს

19 ოქტ 2024

ბაღდადში საუდის არაბეთის ტელევიზია „ემბისი“ პროირანული დაჯგუფებების მხარდამჭერებმა მას შემდეგ დაარბიეს, რაც ტელეარხმა რეპორტაჟში ირანის მხარდაჭერით მოქმედი დაჯგუფებების მეთაურები ტერორისტებად მოიხსენია. ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრო წყაროს ანონიმურობის დაცვით აცხადებს, რომ ტელევიზიას 400-დან 500-მდე ადამიანი დაესხა თავს და გაანადგურეს ელექტრონული აღჭურვილობა, კომპიუტერები და შენობის ნაწილს ცეცხლი წაუკიდეს.