ჩემი და ჩემი ოჯახის მკვლელობის მცდელობა სერიოზული შეცდომა იყო - ბენიამინ ნეთანიაჰუ

20 ოქტ 2024

ისრაელის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაზე ,,ჰეზობლას'' თავდასხმას ბენიამინ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ჩემი და ჩემი ოჯახის მკვლელობის მცდელობა „სერიოზული შეცდომა იყო”, - წერს ნეთნიაჰუ სოციალურ ქსელ X-ზე.

იგი ირანს მიმართავს, რომ ისრაელის მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების ნებისმიერი მცდელობა ძვირად დაუჯდებათ.

გუშინ, ისრაელის სანაპირო ქალაქ კესარიაში, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციისკენ, ლიბანიდან უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.