მიხაელ როთი თბილისში მიმდინარე მარშის მონაწილეებს მადლობას უხდის

20 ოქტ 2024

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი თბილისში მიმდინარე მარშთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც მიხაელ როთი წერს, ქართველები, ისევ, ისტორიას წერენ.

„დღეს ათიათასობით ადამიანი მართავს დემონსტრაციას თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის. თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია. მადლობა!“, – წერს მიხაელ როთი.

თბილისში მარში სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ იმართება. მარშის მონაწილეები, რამდენიმე ლოკაციიდან მსვლელობით თავისუფლების მოედანზე მივიდნენ.