ირაკლი კობახიძის განცხადება ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით

22 ოქტ 2024

ჩვენ გვჭირდება ნათელი ევროპული მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს იქნება მთავარი გზავნილი ხვალინდელ შეკრებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რამდენიმე დღეში იმართება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც არის რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, ეს არის გადამწყვეტი დღე ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.