23 ოქტ 2024
ჩრდილოეთ კორეამ უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარდასაჭერად რუსეთში სამი ათასი სამხედრო გაგზავნა. ამის შესახებ ქვეყნის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით სამხრეთ კორეელმა კანონმდებლებმა განაცხადეს. ეს ორჯერ აღემატება სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის გასული კვირის მონაცემებს. გასულ პარასკევს უწყებამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში გემით ათას 500-მდე ჯარისკაცი გაგზავნა. უკრაინის ომში ჩრდილოკორეელი სამხედროების ჩართვას მოსკოვი და ფხენიანი უარყოფენ.