თავდასხმა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრზე 

24 ოქტ 2024

„გახარია საქართველოსთვის” წევრ  ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხნენ - ამის შესახებ მედიასთან პარტიის ხელმძღვანელმა განაცხადა. 

გოგიჩაიშვილს რამდენიმე პირი მეტროში დაესხა თავს. ის  საავადმყოფოშიც იყო  გადაყვანილი, მოგვიანებით კი, პოლიციას მიმართა.

პოლიტიკოსის მოთხოვნაა თავდასხმის ამსახველი ვიდეო კადრების არსებობის შემთხვევაში მისი გასაჯაროება.