25-26 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა - გარემო

24 ოქტ 2024

გარემოს ეროვნული სააგენტო 25-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში კი ზოგან თოვლი.

"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.