მთავრობის სხდომა

12 აპრ 2017

ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის სტრატეგია განიხილეს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. პრემიერ-მინისტრის განცხადებით,  ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის სტრატეგია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის და მისი აპარატის ინიციატივით შემუშავდა. გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ  დამტკიცებულ პროგრამაზეც ისაუბრა.