პრეზიდენტი მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებს

25 ოქტ 2024

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნოდ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ხალხის გადასაწყვეტია, როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო.