როგორც ჩანს, ტენდენციაა, როდესაც პოლიტიკური წარმომადგენლები რეგისტრირდებიან, როგორც მედია, რათა აკონტროლონ ხმის მიცემის პროცესი - საერთაშორისო დამკვირვებელი

26 ოქტ 2024

 

ორ უბანზე შევნიშნე ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი წარმოადგენენ მედიასაშუალებას, - ამის შესახებ, საერთაშორისო დამკვირვებელი, ოლესია ვართანიანი აცხადებს.

"ორ უბანზე შევნიშნე ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი წარმოადგენენ მედიასაშუალებას. როგორც ჩანს, ტენდენციაა, როდესაც პოლიტიკური წარმომადგენლები რეგისტრირდებიან, როგორც მედია, რათა აკონტროლონ ხმის მიცემის პროცესი", - აცხადებს საერთაშორისო დამკვირვებელი.