ბათუმის 79 საარჩევნო ოლქში დათვლილი მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქართულ ოცნებას აქვს

27 ოქტ 2024

ბათუმის 79 საარჩევნო ოლქში დათვლილი მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქართულ ოცნებას აქვს, რომელმაც 50.38 % აქვს. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 13. 18  პროცენტი, კოალიცია ცვლილებებისთვის, 11.56  პროცენტი, ძლიერი საქართველო, ლელო ხალხისთვის, 7.66 პროცენტი მიიღო, გახარია საქართველოსთვის 1,23 % დააგროვა. ბათუმში ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა და 61 პროცენტს გადააჭარბა. საარჩევნო უბნებში 94 ათასზე მეტი ამომრჩეველი მივიდა.