სააღდგომო საჩუქრები ხანდაზმულებისთვის

12 აპრ 2017

საქველმოქმედო აქცია  ქობულეთში გაიმართა. ასოციაციამ „ღირსეული სიბერე“ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებს სააღდგომოდ საჩუქრები გადასცა. სასაჩუქრე პაკეტები ამ ეტაპზე 80 ხანდაზმულზე იყო გათვლილი. სააღდგომო ნობათი ორგანიზაციამ  შემოწირულობით შეიძინა. ტრადიციული აქცია   ყოველწლიურად ტარდება.