აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად ბარიერი ხუთმა პარტიამ გადალახა - უსკო

27 ოქტ 2024

უმაღლესი საარჩევნო კომისია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის წინასწარ  შედეგებს აქვეყნებს.

უსკოს ინფორმაციით, 317 უბნიდან დასათვლელი დარჩა, მხოლოდ ორი უბანი, ამ დროისთვის კი, საარჩევნო ბარიერი გადალახა, შემდეგმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა:

N4 „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა”- 16 080 ხმა, 8.41%,

N5 „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” - 27 300 ხმა, 14.28%,

N9 „ძლიერი საქართველო ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” - 12 072 ხმა, 6.31%,

N25 ,,გახარია საქართველოსთვის” - 16 516 ხმა 8.64%,

N41 „ქართული ოცნება” - 109 718 ხმა, 57.38%

როგორც უსკოში აცხადებენ, შემაჯამებელი ოქმი 21 ნოემბრამდე გამოქვეყნდება.

"ეს არის წინასწარი შედეგები, უსკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან, არაუგვიანეს 26-ე დღისა, რომელიც არის 21 ნოემბერი, სხდომაზე შეაჯამებს უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს და შეადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რომელიც შეჯამებისთანავე გამოქვეყნდება უსკოს ვებგვერდზე" – განაცხადეს უსკო-ში.