სააღდგომო ნობათი

12 აპრ 2017

ინკლუზიური სწავლების ცენტრის მოსწავლეებმა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სააღდგომო კვერცხები მოხატეს. მათთან ერთად სააღდგომო სამზადისში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე, ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ წარმომადგენლები ჩაერთვნენ.   ბათუმის  26-ე საჯარო სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრის მოსწავლეები მსგავს აქტივობებში აქტიურად არიან ჩართულნი, რაც მათი შემოქმედებითი უნარების აღმოჩენასა და რეალიზაციას ხელს უწყობს.