საქართველოს დღეს ვიქტორ ორბანი ეწვევა

28 ოქტ 2024

საქართველოში  დღეს ვიქტორ ორბანს ელოდებიან. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის. დახვედრის ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში შედგება.

უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს. ხვალ გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.