გიორგი ანდრიაძე დეკანოზის საქმეზე

12 აპრ 2017

“თუ უახლოეს ხანში პროკურატურა მამა გიორგი მამალაძის წინააღმდეგ მტკიცებულებებს ვერ დადებს, გამოდის, რომ მისი განცხადებები, შეიძლება სიმართლეს შეესაბამებოდეს, გარდა იმ ფაქტისა, რომ ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა”, – ამ განცხადებას საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ავრცელებს.

გიორგი ანდრიაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დეკანოზი გიორგი მამალაძე გამართლდება, გამოვა, რომ განხორციელებული კამპანიის მთავარი მიზანი ეკლესიის დისკრედიტაცია იყო.