მთავრობის სხდომა

28 ოქტ 2024

საგარეო ვექტორი, 26 ოქტომბრის არჩევნები და ოპოზიციისა და პრეზიდენტის მიერ დაანონსებული აქციები - ეს იყო ძირითადი საკითხები, რომლებზეც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა აქცენტი.

ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის ამბიციური ამოცანაა, რომ 2028 წლისთვის ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი შესრულდეს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდება.

რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს,  განმარტა, რომ  ოპოზიცია და  არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ უპირისპირდებიან კონსტიტუციურ წყობილებას.