ესპანეთი სტიქიის შედეგად დაღუპულებს გლოვობს

31 ოქტ 2024

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა. მსხვერპლთა უმეტესი ნაწილი ვალენსიის პროვინციაშია, სადაც დაღუპულთა რაოდენობა 100-ს აღემატება. საგანგებო სამსახურები დაკარგული მოქალაქეების მოსაძებნად 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.